ნიდერლანდების მთავარმა ავიაგადამზიდმა KLM -მა ევროპის ქალაქების მიმართულებით 60 ფრენა გადადო, რადგან ძლიერი ქარის გამო რამდენიმე ასაფრენი ბილიკი დროებით დაიხურა. ნიდერლანდების სამეფო მეტეოროლოგიური ინსტიტუტმა უკვე გააკეთა გამაფრთხილებელი განცხადება, რომ ქვეყნის დასავლეთის რეგიონებში შესაძლოა, ქარის სიჩქარემ 120კმ/სთ-საც მიაღწიოს.
აეროპორტის სპიკერის პაულ ვებერის განმარტებით, სხიპჰოლის აეროპორტში ჯამში 75 რეისი გადაიდო და შეფერხებები მთელი დღის განმავლობაშია მოსალოდნელი.