logo_geo
eng_logo
მიხეილ სააკაშვილთან ერთად „შეგინის“ გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა
- +

14 სექტემბერი. 2017. 13:39


უკრაინის ქალაქ ლვოვის რაიონულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილთან ერთად სასაზღვრო პუნქტ „შეგინის" გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულს 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. იმ შემთხვევაში, თუ დაკავებული გირაოს გადაიხდის, ის გათავისუფლდება.


„წარდგენილი მასალების საფუძველზე სასამართლომ მამაკაცს 60-დღიანი პატიმრობა, 32 ათასი გრივნას ოდენობის გირაოს შეტანის უფლებით შეუფარდა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


მამაკაცს ბრალად ედება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით (უკრაინის სახელმწიფო საზღვარზე ადამიანების უკანონო გადაყვანა), 342-ე მუხლის მეორე ნაწილით (ხელისუფლების ან სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევა) და 293-ე მუხლით (საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა ჯგუფის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner