აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს ლონდონში მომხდარ ტერაქტს გამოეხმაურა.
„ტერორისტების მიერ განხორციელებულია მორიგი თავდასხმა. ეს ავადმყოფი და შეშლილი ხალხია. მათთან ბრძოლა უფრო მკაცრი მეთოდებით უნდა მოხდეს", - დაწერა დონალდ ტრამპმა „Twitter"-ზე.
ლონდონის მეტროში მომხდარი ტერაქტის შედეგად საავადმყოფოებში 18 ადამიანია გადაყვანილი.