„ისეთი ქვეყნები, როგორიც არის რუსეთი, ემუქრებიან მეზობელ დემოკრატიულ ქვეყნებს, თავს ესხმიან დემოკრატიის ფუნდამენტურ საფუძვლებს, ერევა ჩვენს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილეროსნმა ვაშინგტონში „დემოკრატების თანამეგობრობის" ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ დემოკრატიულ პარტნიორებს და ვმუშაობთ ერთად, რათა შევინარჩუნოთ დემოკრატია და თავიდან ავიცილოთ შიდა საქმეებში ჩარევა მომავალში", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.