უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პავლო კლიმკინის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას დონბასში სიტუაციის დარეგულირებას და ქვეყნის რეფორმირებაში აშშ-ის მიერ გაწეულ დახმარებას განიხილავს.
„რა თქმა უნდა, განხილული იქნება ოკუპირებული დონბასის ირგვლივ შექმნილი ვითარება. ასევე ვისაუბრებთ ერთობლივ ტაქტიკაზე, ვინაიდან ეს საკითხი უკვე განხილული იყო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, კურტ ვოლკერთან ერთად. ჩვენ ყველაფერი ეს მაღალ დონეზე უნდა შევათანხმოთ", - განაცხადა პეტრო კლიმკინმა.
მისი თქმით, მისთვის ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა საკითხებს წამოჭრის ამერიკული მხარე.
21 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის უკრაინელ კოლეგა პეტრო პოროშენკოს შეხვდება.