თურქეთის უსაფრთხოების სამსახურის მიერ, სტამბულში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად, 74 ადამიანი დააკავეს. მათ შორის 73 უცხოელია. არსებობს ეჭვი, რომ ისინი ტერორისტულ ორგანიზა „ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში იმყოფებიან.
დაკავებული უცხოელები უკვე გადასცეს საემიგრაციო სამსახურებს მათი ქვეყნიდან გაძევებისთვის შემდგომი პროცედურების განსახორციელებლად.