logo_geo
eng_logo
Bus Lane-ს გადაკვეთის შემთხვევაში კერძო ავტომობილის მძღოლები ჯარიმდებიან
- +

22 სექტემბერი. 2017. 14:23



თბილისში Bus Lane-ების ზოლის გადაკვეთის შემთხვევაში მძღოლები ჯარიმდებიან. Bus Lane-ის დახაზვა დიდი ხანი არ არის რაც დაიწყო თბილისში. შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ Bus Lane-ების გადაკვეთისთვის ცალკე რეგულაციების შემოღება არ გამხდარა საჭირო, ეს დარღვევა არსებული კანონმდებლობით რეგულირდება.


როგორც „სითი კვირას" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუმარტეს, იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იხელმძღვანელებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით და კანონდამრღვევი მძღოლი დაჯარიმდება შესაბამისი საჯარიმო სანქციით.


თბილისში Bus Lane უკვე დაიხაზა აღმაშენებლის გამზირზე, ორთაჭალაში, ვაკის რაიონში, კოსტავას ქუჩასა და რეაბილიტირებულ პეკინის ქუჩაზე. აღსანიშნავია, რომ რეაბილიტირებულ პეკინზე საავტომობილო მოძრაობა არსებულ, ცალმხრივ რეჟიმში გაგრძელდება. რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობას, დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, 23 სექტემბრიდან, პეკინის, კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორმხრივად იმოძრავებს.


ადმინისტრციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლი ითვალისწინებს სანქციას სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევაში. კერძოდ, დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, ითვალისწინებს ჯარიმას 100 ლარის ოდენობით; ხოლო, თუ იგივე სამართალდარღვევას ჩაიდენს პირი, რომელიც ახორციელებს ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, მას მართვის უფლება ჩამოერთმევა ერთი თვის ვადით.


მუხლი 125-ის მე-4 ქვეპუნქტის თანახმად, სამართალდარღვევა, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის შეფერხება, - გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით, ხოლო სამართალდარღვევა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, - გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 1 წლის ვადით, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უცხოელი მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის (გარდა პირისა, რომელიც საქართველოს კანონებისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების თანახმად სარგებლობს იმუნიტეტით) დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.


ქვეითთა გადასასვლელის გავლის, საგზაო ნიშნის ან გზის სავალი ნაწილის მონიშვნის ხაზების, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი ან ხმოვანი სიგნალით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან ავტომაგისტრალზე მოძრაობის წესების ანდა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის დარღვევა, აგრეთვე მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას, - გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.


​ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში, რა დროსაც სრულად არის დაკავებული გზის სავალი ნაწილი, - გამოიწვევს მართვის უფლების ჩამორთმევას 2 წლის ვადით.


გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების ან/და მანევრირების წესების დარღვევა - გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.


​მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების, პრიორიტეტული („დაუთმე გზა", „მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია") ან ამკრძალავი („შესვლა აკრძალულია", „მოძრაობა აკრძალულია") ნიშნის მოთხოვნის დაუცველობა, გასწრების, გზაჯვარედინის, რკინიგზაზე გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებისათვის დაბრკოლების შექმნა - გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.


შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა - გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. ქმედება, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში, - გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.


ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია" და „დგომა აკრძალულია" მოთხოვნის დაუცველობა, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა - გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით. ამ მუხლის მე-6-მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის ისეთი შეფერხება, რომელმაც გამოიწვია საცობის შექმნა, - გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner