logo_geo
eng_logo
კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი დასრულებულია
- +

2 ოქტომბერი. 2017. 00:20



კატალონიის დამოუკიდებლობის ე.წ. რეფერენდუმი დასრულებულია. რეგიონის მასშტაბით სულ 2315 უბანი იყო მოწყობილი, თუმცა პოლიციამ 312 მათგანის დახურვა, ზოგიერთი უბნიდან კი დოკუმენტების ამოღება შეძლო.


ადგილი ჰქონდა შეტაკებებს, რის შედეგადაც, ბოლო მონაცემებით, 761 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 12 სამართალდამცველია.


უფლებადამცველები პოლიციის მიერ ძალის გადამეტებაზე, მოქალაქეების დასარბევად რეზინის ხელკეტებისა და ცრემლსადენი აირის გამოყენებაზე საუბრობენ.


ამ ეტაპზე ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს. წინასწარი შედეგები უახლოეს საათებში გახდება ცნობილი.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner