ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლას-ვეგასში სამორინეს ტერიტორიის მახლობლად უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ჯერჯერობით დაუდგენელი პირი სავარაუდოდ, „Mandalay Bay Hotel"-ის კომპლექსის აივნიდან ისროდა. მან მუსიკის ფესტივალზე შეკრებილ ხალხს გაუხსნა ცეცხლი.
პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, მოერიდონ ინციდენტის ადგილს. სამართალდამცველები ძებნის ოპერაციას ატარებენ.