ავსტრიაში 1 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა აკრძალვა, რომელიც უკავშირდება საზოგადოებრივ ადგილებში სახის დაფარვას.
საუბარია მუსლიმების მიერ ჩადრისა და ნიქაბის ტარებაზე, სამედიცინო ნიღბებზე, საკარნავალო ნიღბებსა და სპეცსამოსზე. კანონის დამრღვევები 150 ევროს ოდენობით დაჯარიმდებიან.
აკრძალვაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ვენის აეროპორტში.
მსგავსი ამკრძალავი კანონი საფრანგეთსა და ბელგიაში 2011 წლიდან მოქმედებს.