პირი, რომელმაც ლას-ვეგასში სამორინესთან ცეცხლი გახსნა, პოლიციის მიერ ლიკვიდირებულია.
„ვადასტურებთ, რომ ეჭვმიტანილი ლიკვიდირებულია. გამოძიება გრძელდება", - ნათქვამია განცხადებაში.
პოლიციაში ასევე განაცხადეს, რომ სავარაუდოდ პირი მარტო მოქმედებდა.
ლას-ვეგასში, დაუდგენელი პირის მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 24 დაშავდა.