სირიაში კიდევ ერთი პანკისელი დაიღუპა. ამის შესახებ ხეობაში დღეს დილით შეიტყვეს. ადგილობრივების ინფორმაციით, მუსლიმ კუშტანაშვილი საბრძოლო იერიშების დროს გარდაიცვალა. ის სოფელ დუმასტურში ცხოვრობდა.
კუშტანაშვილი ერთ-ერთია იმ ორი ახალგაზრდიდან, რომელიც სირიაში საბრძოლველად წასვლისას არასრულწლოვანი იყო. მან 2 წლის წინ, 16 წლის ასაკში დატოვა პანკისის ხეობა.