logo_geo
eng_logo
აშშ-ის პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად ლას ვეგასში ჩავიდა
- +

5 ოქტომბერი. 2017. 00:51


აშშ-ის პრეზიდენტი ლას ვეგასში ჩავიდა. დონალდ და მელანია ტრამპმა სასტუმრო „მენდელეი ბეიში" მომხდარი თავდასხმის შედეგად დაშავებულები მოინახულეს. აშშ-ის პრეზიდენტი სასწრაფო დახმარების ექიმებს შეხვდა და მათ პროფესიონალურად მოქმედებებისთვის მადლობა გადაუხადა.


„როდესაც თქვენს მიერ შესრულებულ სამუშაოს ვხედავ, ამაყი ვარ, რომ ამერიკელი ვარ", - განაცხადა ტრამპმა.


ჟურნალისტებმა პრეზიდენტს იარაღის შეძენა, შენახვასა და ტარებაზე კონტროლის შესაძლო გამკაცრებაზე ჰკითხეს, თუმცა ტრამპმა ეს კითხვა უპასუხოდ დატოვა.


მისივე თქმით, პოლიცია დამნაშავის მოტივის დასადგენად ჯერ კიდევ მუშაობს.


64 წლის სტივენ პედოკმა ლას ვეგასის სასტუმროს 32-ე სართულიდან, კონცერტზე შეკრებილებს გაუხსნა ცეცხლი. გარდაიცვალა 59 ადამიანი, 500-ზე მეტი კი დაშავდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner