ინდოეთში, უტარ-პრადეშის შტატის ტურიზმის მინისტრმა, რიტა ბაუგუნა ჯოშიმ ახალი ტურისტული ბროშურა წარმოადგინა, სადაც ტუსრისტებისთვის რეკომენდირებული ღირსშესანიშნაობების სიიდან ტაჯ-მაჰალის მავზოლეუმი ამოღებულია.
შტატის მთავარი მინისტრი, იოგ ადიტიანახტი ყოველთვის აკრიტიკებდა ჩამოსული ცნობილებისთვის ტაჯ-მაჰალის მინიატურული მოდელების ჩუქების ტრადიციას.
„ტაჯ-მაჰალი და მისი მინარეთები ნამდვილ ინდურ კულტურას ვერ ასახავს", - განმარტავს ის.
ამავდროულად, ბუკლეტის მთელი გვერდი ინდოეთის სხვა ტაძარს - გორაკშანატხას ეძღვნება, რომლის წინამძღოლიც გახლავთ ადიტიანახტი.
ტაჯ-მაჰალის მავზოლეუმი, რომელიც ინდოეთის ქალაქ აგრაში მდებარეობს, დაახლოებით 4 საუკუნის წინ აშენდა.