logo_geo
eng_logo
გიგლა ბარამიძე: ერთი ხელი მოჰკიდეს ხაბეიშვილს და გაიშოტა, ვაიმე მომკლესო!
- +

7 ოქტომბერი. 2017. 02:06


 

„მინდა მივმართო ნაცსექტის ჩიტირეკია წარმომადგენლებს, ენა რომ წაუგრძელებიათ და არაკაცურ საქციელს მიმართავენ ჩვენი პოლიტიკური ლიდერის მიმართ", - ამის შესახებ „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტიკურმა მდივანმა გიგლა ბარამიძემ "tvპირველის" ეთერში განაცხადა.


„ერთი ხელი მოჰკიდეს ხაბეიშვილს და გაიშოტა ვაიმე მომკლეს მცემესო. მერე გავიდა და სხვას ლაპარაკობდა. საერთოდ ნაციონალური მოძრაობის ბევრ წარმომადგენელს ახასიათებს მეძავის პრინციპი. რაც არის თვითონ უნდა რომ სხვაში დაინახოს პოლიტიკური სიბინძურე. როდესაც გყავთ მრავალჯერადი გამოყენების საერთაშორისო მაწანწალა, ვიღაცისკენ იშვერდე ხელს სასაცილოა! მით უმეტეს ისეთ მძიმე წონიან პოლიტიკოსზე, როგორიც არის ნინო ბურჯანაძე! ნაციონალური მოძრაობა იქცა სექტად. სექტის წარმომადგენელი თუ არ ხარ რუსთაველის მოედანზე საქართველოს გარკვეული საზოგადოების ნაწილი მოვიდა, გამოხატა თავისი დამოკიდებულება იმ სისხლის წვიმების მიმართ, რასაც ეს პარტია ახორციელებდა. ეს ადამიანები ზოგი მოკლეს, ზოგს ხელი მოტეხეს, ზოგს თვალი ამოსთხარეს და ზოგიც სახურავზე შეაგდეს", - აღნიშნა ბარამიძემ.












 

right_banner right_banner
არქივი
right_banner