სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, კალიფორნიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე სამ რაიონში ტყის ხანძრის გამო გუბერნატორმა ჯერი ბრაუნმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
კალიფორნიის შტატის მთავრობის ცნობით, ხანძარმა 50 ნაგებობა გაანადგურა და ათასობით სხვა შენობას ემუქრება. სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია მოსახლეობა.