თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი როდესაც აშშ-ს იარაღის ყიდვის თხოვნით მიმართავს, ვაშინგტონი საბაბად კონგრესის თანხმობის საჭიროებას ასახელებს, თუმცა როდესაც საქმე ეხება ტერორისტულ ორგანიზაციებს, მათ იარაღს უსასყიდლოდ აწვდიან.
ერდოღანი ასევე ევროკავშირს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ევროკავშირი თავის ვალდებულებებს არ ასრულებს.
„ბრიუსელი დაპირებებს იძლევა, შემდეგ კი მათ არ ასრულებს, ვინაიდან ევროკავშირის წარმომადგენლები არაკეთილსინდისიერი ხალხია. მთელი მათი ცხოვრება ერთი სიცრუეა. ჩვენ არასოდეს გვინახავს გულწრფელობა ევროკავშირის პოზიციებში.
თურქეთის პოლიტიკა საერთაშორისო დონეზე უკანონობასთან და უსამართლობასთან ბრძოლაში გარკვეული ძალების უკმაყოფილებას იწვევს. ძლიერი თურქეთი შიშს იწვევს ანკარას მტრებში. რაც მთავარია, თურქეთი სხვა ქვეყნებისთვის მაგალითი და იმედი ხდება", - განაცხადა ერდოღანმა.
რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ასევე დაადანაშაულა თურქეთში აშშ-ის საელჩო თურქეთ-ამერიკის ურთიერთობების დაძაბვაში.
„თურქეთი აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორია. აშშ-ის ელჩმა თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა. თურქეთი ამას ვერ დაეთანხმება", - განაცხადა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა.