თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, თურქეთს არ სჭირდება ევროკავშირში წევრობა და მზად არის აღნიშნულ საკითხზე ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტისთვის.
„ევროკავშირი გვალოდინებს. ჩვენ ვითმენთ. თუ გულწრფელები ხართ, გააკეთეთ განცხადება, მოდით, მოვრჩეთ ამას. ჩვენ თქვენ არ გვჭირდებით", - განაცხადა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა.