აფეთქების საფრთხის გამო მოსკოვში 3 სასტუმროდან და 3 სავაჭრო ცენტრიდან ევაკუაცია განხორციელდა. სამართალდამცავ ორგანოებს უცნობი პირი დაუკავშირდა.
სასტუმროებსა და სავაჭრო ცენტრებში პოლიცია და კინოლოგები მუშაობენ. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ანონიმური ზარების ტალღა რუსეთში ერთი თვის წინ დაიწყო. 13 სექტემბერს მოსკოვის სხვადასხვა ადგილებიდან აფეთქებების საფრთხის შესახებ მიღებული შეტყობინებების გამო 20 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.