ყირგიზეთში გუშინ ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნების პირველსავე ტურში, არაოფიციალური მონაცემებით, გამარჯვება მოიპოვა სოციალ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა სოორანბაი გეენბეკოვმა.
მედიით გავრცელებული ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტური აღარ ჩატარდება.
ყირგიზეთის ცესკო-ს თავმჯდომარემ ნურჟან შელდაბეკოვამ განაცხადა, რომ საარჩევნო ყუთების უმრავლესობა გაიხსნა და დათვლილი ბიულეტენებიდან ამომრჩეველთა 55.93%-მა გეენბეკოვს მისცა ხმა.
შელდაბეკოვის განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობდა 11 კანდიდატი, რომელთაგან მეორე ადგილზე გავიდა რესპუბლიკური პარტიის დამფუძნებელი ომურბეკ ბაბანოვი.
ყირგიზული საარჩევნო კანონმდებლობით, არჩევნების საბოლოო ოფიციალურ მონაცემებს 20 დღეში გამოაცხადებენ.