რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლი კიევში მოვლენების განვითარებას აკვირდება.
„ჩვენ ვაკვირდებით იმას, თუ რა ხდება კიევში. უნდა აღვნიშნო, რომ სიტუაცია სტაბილურობისგან შორს არის. ეს აშკარა ფაქტია", - განაცხადა პესკოვმა.
გუშინ, კიევში, უკრაინის პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები სადეპუტატო იმუნიტეტის გაუქმებას, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას და ასევე ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნას ითხოვდნენ.