კაიროს მახლობლად, ელ-ვახატის რეგიონთან, ტერორისტებთან შეტაკებების დროს, 14 ეგვიპტელი პოლიციელი დაიღუპა, ხოლო კიდევ 15 სერიოზულად დაშავდა. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.
შეტაკება სპეცოპერაციის დროს მოხდა, როდესაც სამართალდამცველები აღმოჩენილი ბომბების განაღმვაზე მუშაობდნენ.
გამოცემის ცნობით, ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას პასუხისმგელობა არ აუღია.