უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო თვლის, რომ კიევში გამართული აქციების ორგანიზატორებს სურთ ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვა. პოროშენკომ ტელეკომპანია "უკრაინა 112"-ით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მომიტინგეების ლიდერებს სურთ, სისხლი დაღვარონ.
„მათი მოთხოვნები არის ფორმალური ორ ნაწილში, რადგან ემთხვევა უკრაინის ხელისუფლების ინიციატივებს - ანტიკორუფციული კანონის შექმნა და დეპუტატებისთვის იმუნიტეტის მოხსნა. როდესაც ამ საკითხებზე კანონ-პროექტი წარვადგინეთ საკონსტიტუციო სასამართლოში, პოლიტიკურმა ძალებმა საკითხი ჩათვალეს ამოწურულად", - განაცხადა პოროშენკომ.
პოროშენკოს თქმით, სამართალდამცავებმა იმუშავეს ნაყოფიერად, მადლობა მათ, რომ აღმოაჩინეს იარაღის საწყობი. უკრაინამ უკვე არაერთხელ გადაიტანა პოლიტიკური კრიზისი და გადავიტანთ ამჯერადაც.