უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურში ადასტურებენ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში საკუთარი სამართლებრივი სტატუსის დარეგულირების საკითხის იგნორირებას ახდენს. ამის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ კომპეტენტურ ორგანოებს მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გაძევების პროცედურების განხორციელება შეუძლიათ.
„ამის გამო კომპეტენტურ ორგანოებს აქვთ საფუძველი, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, სააკაშვილის უკრაინის ტერიტორიიდან გაძევების პროცედურები განახორციელონ", - ნათქვამია საიმიგრაციო სამსახურის განცხადებაში.