Guardian-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა ოპიოდების გავრცელების გამო ჯანდაცვაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. დონალდ ტრამპის თქმით, აშშ ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანების რიცხვით მსოფლიოში ლიდერობს.
„გასულ წელს ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზისგან 64 000 ამერიკელი დაიღუპა"- განაცხადა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამოსვლის დროს.
დონალდ ტრამპის განმარტებით, ამერიკელების დაცვის მიზნით, აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამინისტრო და საფოსტო სამსახური საზღვარგარეთიდან მიღებული გზავნილების შესამოწმებლად დამატებით უფლებამოსილებას მიიღებენ.