ქსენია სობჩაკი სტალინის პოლიტიკის შესახებ Instagram-ზე ფოტოსთან ერთად პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ სტალინმა რუსეთი 100 წლით უკან დახია. როგორც ქსენია სობჩაკი აღნიშნავს, სტალინმა ისეთი სისტემა შექმნა, რომლის დანგრევაც გორბაჩოვმა და ელჩინმაც კი ვერ შეძლეს.
„არცერთ ადამიანს თავისი ხალხის მიმართ ისეთი დანაშაული არ ჩაუდენია, როგორიც სტალინმა ჩაიდინა.
სისტემა, რომელშიც ძალაუფლება არა ხალხს, ელიტასაც კი არა, არამედ სპეცსამსახურებს ეკუთვნის. ეს სისტემა ჩვენ ჯერ კიდევ დასანგრევი გვაქვს", - წერს სობჩაკი.