BBC-ის ინფორმაციით, საუდის არაბეთმა იემენიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა გააუვნებელყო მას შემდეგ, რაც ერ-რიადში მეფე ხალიდის აეროპორტში აფეთქების ხმა გაისმა.
საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ რაკეტა დედაქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეში გაანეიტრალეს. გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტა „შეზღუდული ზომის" იყო და არანაირი ზიანი არ გამოუწვევია.