იემენის სამხრეთში ქალაქ ადენაში ორი ტერაქტი მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტმა პოლიციის სამძებრო განყოფილების ადმინისტრაციულ განყოფილებაში შეაღწია და თავი აიფეთქა. შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
ცოტა ხნით ადრე კი ქალაქის უსაფრთხოების სამსახურშიც მოხდა ტერაქტი. იქაც თავი ტერორისტმა აიფეთქა, რა დროსაც ხუთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.