აფეთქების საფრთხის გამო მოსკოვის დიდი თეატრიდან 700-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ანონიმური ზარების ტალღა რუსეთში 2 თვის წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება. 13 სექტემბერს მოსკოვის სხვადასხვა ადგილებიდან აფეთქებების საფრთხის შესახებ მიღებული შეტყობინებების გამო 20 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
5 ოქტომბერს რუსეთის საგამოძიებო სამსახურებმა განაცხადეს, რომ ზარების ორგანიზატორების ვინაობა დადგენილია - ისინი საზღვარგარეთ მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები არიან.