ირანის ხელისუფლებამ მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემად 14 ნოემბერი გლოვის დღედ გამოაცხადა.
ბოლო მონაცემებით, ირანსა და ერაყში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 455-ს მიაღწია, ხოლო დაშავებულების რიცხვი 7000-ს აჭარბებს.
ერაყისა და ირანის საზღვართან 7,3 მაგნიტუდის მიწისძვრა 12 ნოემბერს მოხდა. ეპიცენტრი ერაყის ქალაქ ჰალაბჯადან 32 კილომეტრის მოშორებით 10 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა.
BBC-ის ცნობით, ეს მიწისძვრა წელს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გახდა.