logo_geo
eng_logo
დავით ჭიჭინაძე: მთავრობას ყველაფერი უკვე აქვს გათვლილი და გადაწყვეტილებები ისეა მიღებული
- +

15 ნოემბერი. 2017. 18:23



„რა თქმა უნდა, ყველა ის ნაბიჯი, რომელიც იდგმება, მაქსიმალურად მორგებულია იმაზე, რომ ხარჯების ოპტიმიზაცია მოხდეს - მეტი თანხა თავისუფლდება", - ამ თემაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ „რეპორტიორთან" ისაუბრა და გატარებული საკადრო ცვლილებები შეაფასა.


„ხალხი, რომელიც ამ მომენტში დაექვემდებარა შემცირებას, მათზეც არის გადაწყვეტილება მისაღები, რომ ეს ადამიანები არ დარჩნენ დაუსაქმებლები. მთავრობას ეს ყველაფერი უკვე აქვს გათვლილი და ეს გადაწყვეტილება ისეა მიღებული", - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

 

დავით ჭიჭინაძემ ასევე მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებები შეაფასა და კითხვაზე, რამდენად ეფექტური იქნება რესტრუქტურიზაცია, ასე უპასუხა:


„ცუდი ამაში არაფერია. რაც უფრო ლოგიკურია დაყოფა, მით უფრო ადვილად ხდება დასახული მიზნების მიღწევა", - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner