logo_geo
eng_logo
გიორგი ალიბეგაშვილი გიორგი ტყემალაძეზე: ვისურვებდი, რომ ასე გააგრძელოს მუშაობა
- +

18 ნოემბერი. 2017. 11:35



გიორგი ალიბეგაშვილს საკრებულოში მუშაობის ვადა ამოეწურა. თავმჯდომარის პოსტი ახლა გიორგი ტყემალაძემ დაიკავა, რომელიც მე-5 მოწვევის საკრებულოში ალიბეგაშვილის პირველი მოადგილე იყო. „პრაიმტაიმთან" გიორგი ალიბეგაშვილმა გიორგი ტყემალაძესთან ერთად მუშაობის პერიოდი გაიხსენა და მას წარმატებები უსურვა.


„მას საკრებულოში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. მე ბევრ რამეში ვგრძნობდი მისგან მხარდაჭერას. ჩვენ, ერთხმად, ორნი ერთად ვცდილობდით, ვყოფილიყავით გაწონასწორებულები. ხშირად იყო უსამართლო შენიშვნა, უსამართლო შეურაცხყოფაც კი და ერთმანეთს ყოველთვის ხელს ხელზე ვუჭერდით, რომ არ გავღიზიანებულიყავით, რომ ემოციური კუთხით არ შეგვეხედა საკითხისთვის. ვისურვებდი, რომ ასე გააგრძელოს მუშაობა და ის აკადემიზმი, რომელიც მე-5 მოწვევის საკრებულოში დავნერგეთ, კვლავ გააგრძელოს თავისი თავმჯდომარეობის პირობებში. ვიცი, იქნება წარმატებული და კახა კალაძესთან ერთად თბილისს სიცოცხლით სავსე ქალაქად აქცევს", - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

 








 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner