-
+
20 ნოემბერი. 2017. 10:17
„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ტელეკომპანია „ობიექტივის" ეთერში საქართველოს სახალხო დამცველთან უჩა ნანუაშვილთან დაკავშირებით საუბრობს. როგორც მჟავანაძე აცხადებს, ნანუაშვილი წლების განმავლობაში ეკლესიის დისკრედიტაციას ახორციელებდა.
„შენ შეიძლება ადამიანების უფლებები დაიცვა, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს მართლმადიდებლობის ხარჯზე. ბავშვები მის გამო ექსკურსიაზე ეკლესიაში ვერ მიყავთ, ამბობს, რომ იქ შეიძლება სხვა აღმსარებლობის მოსწავლეებიც იყვნენ ვისი უფლებებიც შეილახებაო. ერთ-ერთ საბავშვო ბაღში ხატები ჩამოახსნევინეს და ეს სახალხო დამცველმა გააკეთებინა. სულ მაინტერესებდა ასე რატომ იქცეოდა და ვიპოვე პასუხი. ნანუაშვილი თავისი ცოლით არის ერთ-ერთი სექტის „ქრისტიანთა კავშირის" წევრი, რომელიც ამერიკაშია დაფუძნებული. ამისი არაერთი ვიდეო და ფოტო მასალა არსებობს. ამიტომ ებრძოდა ნანუაშვილი მთელი თავისი მოღვაწეობა ეკლესიას, მართლმადიდებლებს", - განაცხადა მჟავანაძემ.