logo_geo
eng_logo
აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი: ამჟამად მიმდინარეობს მოქალაქეების და სტუმრების დაკითხვა
- +

27 ნოემბერი. 2017. 23:55



საპატრულო პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსმა და გამომძიებლის ჯგუფის ხელმძღვანელმა ლევან მაისურაძემ ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში „ლეო გრანდში" მომხდარ ფაქთან დაკაშვირებით ისაუბრა. მისივე თქმით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ის ვერ დააკონკრეტებს ვინ დაიკითხა ამ დროისთვის და აღნიშნავს, რომ აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.  მისივე განცხადებით, მეხანძრე-მაშველები მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ.


„ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. კონკრეტულად, შემთხვევის ადგილის არის დასრულებული. ექსპერტ-კრიმინალისტებისა და გამომძიებლების მიერ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნიმუშები, ინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები. ამჟამად მიმდინარეობს მოქალაქეების და სტუმრების დაკითხვა.

 

შემოსული შეტყობიდან 4 წუთში გამოცხადნენ შემთხვევის ადგილას. მობილიზებული იყო 12 სამაშველო ავტომობილი, 100-მდე მეხნაძრე-მაშველი. შესაბამისად, ნორმების დაცვით ყველა მოქმედება და ღონისძიება გაატარეს, რათა დროულად მოეხდინათ ხანძრის ლოკალიზება" - განაცხადა მაისურაძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner