უკრაინის იუსტიციის მინისტრის პაველ პეტრენკოს განცხადებით, ოფიციალური კიევი ყოფილ პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს აძლევს უსაფრთხოების გარანტიას, თუკი ის უკრაინაში ჩავა და მონაწილეობას მიიღებს სასამართლო პროცესებში.
„იანუკოვიჩს აქვს საშუალება, დაბრუნდეს უკრაინაში და დააფიქსიროს თავისი პოზიცია სასამართლოში. სახელმწიფო მისცემს მას უსაფრთხოების გარანტიას", - განაცხადა პეტრენკომ გამოცემა „საქმიანი ქალაქისთვის"მიცემულ ინტერვიუში.
მისივე თქმით, იანუკოვიჩის წინააღმდეგ პროცესი მიმდინარეობს ევროპული სტანდარტებისა და უკრაინული კანონმდებლობის სრული დაცვით.
ცნობილი ხდება, რომ ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ დასაკითხად ჯერ კიდევ 17 ნოემბერს დაიბარა.