გერმანიაში, დიუსელდორფთან ახლოს მატარებლების შეჯახების შედეგად, ათობით ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა რიცხვი 50-ს აღწევს.
გავრცელებული ცნობით, სამგზავრო მატარებელი სატვირთო შემადგენლობას დაეჯახა. ადგილზე იმყოფებიან მაშველები, რომლებსაც მატარებლიდან მგზავრები გამოჰყავთ.
ამ ეტაპზე სხვა ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება.