ფედერიკა მოგერინი დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებაზე: შეიძლება დავბრუნდეთ უკან ბნელ დროში...
-
+
7 დეკემბერი. 2017. 20:56
Financial Times-ის ცნობით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებამ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების თაობაზე შესაძლოა პალესტინასთან კონფლიქტი გამოიწვიოს და „ბნელ საუკუნეებში" დაგვაბრუნოს.
„ჩვენ შეგვიძლია დავბრუნდეთ უკან ბნელ დროში, ვიდრე ახლა ვცხოვრობთ", - აცხადებს მოგერინი.
შეგახსენებთ, 6 დეკემბერს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმში, ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარა და განაცხადა, რომ ამერიკის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადადის. გადაწყვეტილებას საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვა. თურქეთის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება დაგმო. მისი თქმით, ეს „დაპირისპირებას გამოიწვევს და არა შერიგებას".