logo_geo
eng_logo
უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი: სააკაშვილი კარლსონის პერსონაჟამდე დაეშვა!
- +

9 დეკემბერი. 2017. 03:36



უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველის, ზორიან შკირიაკის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა ამორალური საქციელი ფულისადმი სიხარბის გამო ჩაიდინა. მისივე თქმით, ფული უშუალოდ სააკაშვილს არ აუღია და პირი, ვინც ფული აიღო - დანგაძე, ამ დროისათვის  დაკავებულია.

 

„მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ექსპრეზიდენტ იანუკოვიჩის ოლიგარქ კურჩენკოსგან აიღო თანხა, რომელიც რა თქმა უნდა, უკრაინელი ხალხისგანაა მოპარული.

 

სააკაშვილს ეს ფული პირადად არ აუღია, შესაბამისად, მას სხვა მუხლი აქვს წაყენებული და გენპროკურორმაც საქვეყნოდ განაცხადა, რომ მისთვის აღკვეთის ზომის შეფარდებისას გაცილებით მსუბუქ მუხლს მოითხოვს", - განაცხადა შკირიაკმა.


​მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის რეიტინგი უკრაინაში ნულს უდრის და მისი პიროვნება კარლსონის პერსონაჟამდე დაეშვა.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner