უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველის, ზორიან შკირიაკის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა ამორალური საქციელი ფულისადმი სიხარბის გამო ჩაიდინა. მისივე თქმით, ფული უშუალოდ სააკაშვილს არ აუღია და პირი, ვინც ფული აიღო - დანგაძე, ამ დროისათვის დაკავებულია.
„მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ექსპრეზიდენტ იანუკოვიჩის ოლიგარქ კურჩენკოსგან აიღო თანხა, რომელიც რა თქმა უნდა, უკრაინელი ხალხისგანაა მოპარული.
სააკაშვილს ეს ფული პირადად არ აუღია, შესაბამისად, მას სხვა მუხლი აქვს წაყენებული და გენპროკურორმაც საქვეყნოდ განაცხადა, რომ მისთვის აღკვეთის ზომის შეფარდებისას გაცილებით მსუბუქ მუხლს მოითხოვს", - განაცხადა შკირიაკმა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის რეიტინგი უკრაინაში ნულს უდრის და მისი პიროვნება კარლსონის პერსონაჟამდე დაეშვა.