გავრცელებული ინფორმაციით, მანჰეტენის ავტოსადგურ Port Authority-ზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაკავებულია ერთი ადამიანი.
ადგილზე პოლიცია, საგანგებო სამსახურები და გამნაღმველები არიან მობილიზებული.
„გაურკვეველი წარმომავლობის აფეთქების გამო" ნიუ-იორკის პოლიციამ აფეთქების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მეტროს სამი ხაზიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო.
ნიუ-იორკის პოლიცია მანჰეტენზე, 42-ე და მე-8 ქუჩების კვეთაზე აფეთქების შესახებ ინფორმაციას ამოწმებს, რასთან დაკავშირებული განცხადებაც ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის „ტვიტერის" მიკრობლოგში გამოქვეყნდა.
რით იყო გამოწვეული აფეთქება და აქვს თუ არა შემთხვევას კავშირი ტერორიზმთან, ამ ეტაპზე უცნობია.