-
+
15 დეკემბერი. 2017. 00:23
„ფერებზე არ დაგვიწყია საუბარი. ჩვენ 9 წელზე არ დაგვიწია საუბარი. მაქსიმალურად ცდილობს ჩვენი გუნდი და კახი კალაძე, რომ საუბრის დროს 9 წელს დავანებოთ თავი", - ამ სიტყვებით „ქართული ოცნების" თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ლევან ჯაფარიძემ „ევროპული საქართველოს" წევრს გოკა გაბაშვილს გადაცემა „რეაქციაში" მიმართა.
„თქვენ იწყებთ 9 წელზე საუბარს და რომ გეამაყებათ გასაგებია! ის 9 წელი „მიშა მაგარიას" ამღერებდით ნახევარ საქართველოს და ვინც არ მღეროდა ციხეში იჯდა... ბატონ, გოკას მინდა ვკითხო - მიშა ისევ მაგარია?!" - მიმართა ჯაფარიძემ გაბაშვილს. რაზეც „ევროპული საქართველოს" წევრმა უპასუხა, რომ მიხეილ სააკაშვილი 9 წელის განმავლობაში ძალიან კარგი პრეზიდენტი იყო.