ისრაელის ავიაციამ ღაზას სექტორი დაბომბა. ავიადარტყმები პალესტინური რადიკალური მოძრაობა „ჰამასის" მიერ ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვების შემდეგ განხორციელდა.
ღაზას სექტორიდან ნასროლი რაკეტები ისრაელის სამხრეთ ნაწილში, ხოფ-აშკელონის რეგიონული საბჭოს ტერიტორიაზე, საცხოვრებელ სახლთან ჩავარდა.
დაბომბვის შედეგად არავინ დაშავებულა.
ისრაელის სამხედრო ავიაციამ საპასუხოდ „ჰამასის" ექვსი ობიექტი, მათ შორის საწვრთნელი ცენტრი დაბომბა.