თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე ცოლ-ქმარი დააკავეს
-
+
27 დეკემბერი. 2017. 15:26
თურქეთში, ტრაპიზონის პროვინციაში „ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში საქართველოს მოქალაქე ცოლ-ქმარი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, ქალაქ ოფის მახლობლად კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს საქართველოს მოქალაქე ცოლ-ქმარი, რომლებიც თურქეთის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფებოდნენ.
მათი საცხოვრებელის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა „ისლამური სახელმწიფოსთან" დაკავშირებული სხვადასხვა დოკუმენტაცია ამოიღეს.