logo_geo
eng_logo
2018 წელს საქართველო რუსული გაზის შესყიდვას არ გეგმავს
- +

29 დეკემბერი. 2017. 23:11



2018 წელს საქართველო რუსული გაზის შესყიდვას არ გეგმავს. ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მომავალი წლისთვის ბუნებრივი გაზის ბალანსი დაამტკიცა.


დოკუმენტის მიხედვით, ქვეყანაში საპროგნოზო მოწოდება 2,689 მილიარდი კუბური მეტრი იქნება. აქედან 99,65 პროცენტს საქართველო აზერბაიჯანისგან მიიღებს, მათ შორის 1,866 მილიარდ კუბურ მეტრს „სოკარისგან", 813 მილიონს კი „შაჰ-დენიზის" საბადოდან. დარჩენილი 0,35% (9,41 მილიონი კუბური მეტრი) - ადგილობრივი მოპოვებაა.


2017 წელს საქართველომ რუსეთისგან 100 მილიონი კუბური მეტრი გაზი მიიღო. მარტის შემდეგ მიწოდება აღარ განხორციელებულა.


„გაზპრომთან" გაფორმებული დოკუმენტით, რუსეთი საქართველოს სომხეთში გატარებული ბუნებრივი აირისთვის შესაბამის გადასახადს უხდის. დოკუმენტი 2018 წლის ბოლომდეა ძალაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner