კიმ ჩენ ინი: არავის ვემუქრები, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ბირთვული ღილაკი ჩემს სამუშაო მაგიდაზეა
-
+
3 იანვარი. 2018. 11:54
„მე არავის ვემუქრები, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ბირთვული ღილაკი ჩემს სამუშაო მაგიდაზეა", - ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ხალხისადმი საახალწლო მიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, ბირთვული იარაღის საშუალებით ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ომის დაწყებისგან აკავებს, ხოლო თუ ფხენიანი ბირთვული დარტყმის განხორციელებას თვითონ გადაწყვეტს, მას იერიშის მიტანა აშშ-ს მთელ ტერიტორიაზე შეუძლია.