logo_geo
eng_logo
ნიუ იორკში უამინდობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
- +

5 იანვარი. 2018. 10:10



ნიუ იორკის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ უამინდობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.


„უამინდობის გამო ნიუ იორკში, ვესჩესტერსა და ლონგ აილენდში საგანგებო მდგომარეობას ვაცხადებ", -ამის შესახებ განცხადება კუომომ Twitter-ის საშუალებით გამოაქვეყნა.


ექსტრემალური პირობების გამო მუშაობა შეაჩერეს ჯონ კენედისა და ლა გუარდიას აეროპორტებმა.


„ძლიერი ქარისა და გართულებული ხილვადობის გამო ფრენები დროებით შეჩერებულია", - Twitter-ის გვერდზე წერს ლა გუარდიას აეროპორტის ადმინისტრაცია.


სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ ჰაერის ტემპერატურა ნიუ იორკში მინუს ცხრა გრადუსამდე დაეცემა.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner