უკანასკნელ დღეებში, დიდთოვლობის გამო, ანხოის პროვინციაში ჩინეთის აღმოსავლეთ რეგიონში ათზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. თოვა, რომელიც პროვინციაში 3 იანვარს დაიწყო, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერია. სტიქიით უკვე დაზარალდა მილიონზე მეტი ადამიანი.
სტიქიაზე რეაგირებისთვის საგანგებო ზომებია გამოცხადებული პროვინციის ცხრა ქალაქში. მათ შორის არის ქალაქი ხეფეი, რომელიც მისი ადმინისტრაციული ცენტრია.
ჩინეთის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა უამინდობის გამო საშიშროების დონე ქვეყნის ცენტრალურ და აღმოსავლეთ პროვინციებში ყვითლიდან ნარინჯისფერით შეცვალა.