მოსკოვი და კიევი შეთანხმდნენ, რომ უკრაინელ მფრინავ ნადეჟდა სავჩენკოს უკრაინაში გასამართლებულ რუსეთის ორ მოქალაქეზე მაისის ბოლომდე გაცვლიან.
პატიმრების გაცვლის პროცესი სინქრონულად წარიმართება, მაგრამ ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც უკრაინაში დაკავებული პირების განაჩენი ძალაში შევა.
უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით, განაჩენი ძალაში მისი გამოცხადებიდან 30 დღეში შედის.
აღნიშნული ვადა კი მაისის შუა რიცხვებში იწურება.