ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჩრდილოეთ კორეაზე ზეწოლის განხორციელებას განაგრძობს იქამდე, ვიდრე ფხენიანი ბირთვულ ამბიციებზე უარს არ იტყვის.
„აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჩრდილოეთ კორეაზე ზეწოლის განხორციელებას განაგრძობს იქამდე, ვიდრე ფხენიანი ბირთვულ ამბიციებზე უარს არ იტყვის
ჩვენ ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში საკუთარი პოზიციის შერბილებას არ ვაპირებთ, ვიდრე ისინი საკუთარი ბირთვული და სარაკეტო პროგრამის განხორციელებას არ შეწყვეტენ.
ტრამპმა ფხენიანზე უპრეცედენტო ეკონომიკური და დიპლომატიური ზეწოლა მოახდინა და ის რომ, კიმ ჩენ ინი სეულთან მოლაპარაკებების განახლებას დათანხმდა, ამ ზეწოლის პირდაპირი შედეგია", - განაცხადა მაიკ პენსმა.