იაპონიაში ქათმის გრიპის გამო 92 000 ქათამი გაანადგურეს. ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქათმის გრიპი თავდაპირველად სანუკოს პრეფექტურაში რამდენიმე ფერმაში დაფიქსირდა. ქათმების განადგურების ოპერაციაში 750 ადამიანი მონაწილეობდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
კარანტინის ზონა გამოცხადდა გრიპის აღმოჩენის ადგილიდან 10 კილომეტრის რადიუსში. ეს იაპონიაში 2018 წელს ყველაზე მასშტაბური ოპერაცია, რომელიც ვირუსის აღმოსაფხვრელად ჩატარდა.